Roof ჭყონდიდელი
„
„Roof ჭყონდიდელი“ - მინიმალისტური არქიტექტურა და ურბანული კომფორტი ქალაქის გულში!
„Roof ჭყონდიდელი“ სრულიად განსხვავებული ხედვითა და დახვეწილი ურბანული კონცეფციით შექმნილი პროექტია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და განვითარებულ უბანში, ნაძალადევში გ. ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარეობს.
„Roof ჭყონდიდელის“ არქიტექტურული კონცეფცია ორიენტირებულია, მშვიდი და დაცული საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე, რაც მას გამორჩეულ საინვესტიციო და საცხოვრებელ აქტივად აქცევს.
პროექტის კონცეფცია და უპირატესობები:
- პროექტი არის სულ რაღაც 7 სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ჯამში მხოლოდ 45 ბინას მოიცავს. მცირე განაშენიანება მრავალსართულიანი კომპლექსებისგან განსხვავებით გარანტირებულად გიქმნით მყუდრო, ნაკლებად ხმაურიან გარემოს.
- მიუხედავად იმისა, რომ კორპუსი ინფრასტრუქტურულად აქტიურ უბანში მდებარეობს, უშუალოდ საცხოვრებელი გარემო ინარჩუნებს გამორჩეულ სიმშვიდესა და იზოლირებულია ქალაქის ხმაურისგან.
- ენერგოეფექტურობისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად ფასადზე გამოიყენება უმაღლესი ხარისხის თბოსაიზოლაციო მასალები და დეკორატიული დათბუნება. ვიზუალურ გრაციოზულობას კი მუქი ფერის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, შუშისა და ლითონის მოაჯირები, ასევე ხელოვნური ქვის ფაქტურის მოპირკეთება განაპირობებს.
- პროექტში წარმოდგენილია სხვადასხვა ფართის ბინები 56.1 კვ.მ-დან 105.5 კვ.მ-მდე, რაც იძლევა სივრცის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ათვისების საშუალებას.
„Roof ჭყონდიდელის“ ერთ-ერთი უმთავრესი სავიზიტო ბარათი მისი სტრატეგიული მდებარეობაა, სადაც ყოველდღიური კომფორტისთვის აუცილებელი ყველა ობიექტი საცხოვრებელი კომპლექსიდან ფეხით სავალ მანძილზეა განლაგებული:
- მეტროსადგურები „ნაძალდავევი“ და „გოცირიძე“ სახლიდან ფეხით სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა. ავტომობილით მარტივად ხელმისაწვდომია მეტრო „დიდუბე“, სადგურის მოედანი და სავაჭრო ცენტრი „საბა“.
- კომპლექსთან ახლოსაა სკოლები, საბავშვო ბაღი და კეთილმოწყობილი საბავშვო მოედანი, ქსელური მარკეტები და აფთიაქები.
შესრულებული სამუშაოები
0
1
100
გაყიდული ბინები
0
0
44